2019-10-11

საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან

17 ოქტომბერს, 17:00 საათზე  თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  ჩატარდება  საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან. შეხვედრაზე ადმინისტრაციის წარმომადგენლები დოქტორანტებს გააცნობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
✅დოქტორანტურის საფეხურის გაცვლითი პროგრამები და გრანტები
✅სამეცნიერო ფონდები
✅თსუ-ს ელექტრონული და ბეჭდური ჟურნალები
✅სამეცნიერო კონფერენციები
✅დოქტორანტის გზა ჩარიცხვიდან დაცვამდე
✅ საბიბლიოთეკო რესურსებისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენება და აკადემიური წერის რესურსები
✅სტუდენტური პროექტების დაფინანსება

შეხვედრაზე დასწრების მსურველმა დოქტორანტებმა შეავსეთ აღნიშნული ბლანკი.

Print

« იხ. ყველა სიახლე