2016-08-22
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „განათლება უკეთესი მსოფლიოსათვის“
1–5 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „განათლება უკეთესი მსოფლიოსათვის“ ჩატარდება.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს 30 ქართველი და უცხოელი მონაწილე. ლექცია-ვორქშოპების ჩასატარებლად მოწვეულნი იქნებიან უცხოელი და ქართველი პროფესორები და ფასილიტატორები.
ხუთდღიანი პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდების გაცნობა და სწავლებაში ინტეგრირება.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ განავითარონ მათი ლიდერული უნარ-ჩვევები, რომელთაც გამოიყენებენ როგორც საკუთარი ასევე საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
oikos-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა უკვე მესამედ ტარდება საქართველოში. პროექტის თემატური მხარდამჭერია: GRLI (Global Resopisible Leadership Initiative), რომელიც არის გაეროს მენეჯმენტის განათლების პროგრამის (PRME)-ს წევრი ორგანიზაცია და აერთიანებს აკადემიურ პერსონალს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.
იხილეთ დანართი

« იხ. ყველა სიახლე