2016-11-15
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა“
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის (გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც მე-5 კურსის სტუდენტებსაც ეძლევათ მონაწილეობის მიღების უფლება.) სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც მე-5 კურსის სტუდენტებსაც ეძლევათ მონაწილეობის მიღების უფლება.
სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით:
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ აპლიკაცია 8 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით 24:00 საათამდე თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (Tbilisi.gov.ge).
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

- ხელოვნება
- სპორტი
- განათლება
- ვეტერინარია
- სამართალი
- ტრანსპორტი
- ჯანდაცვა და მედიცინა
- არქიტექტურა მშენებლობა
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- კომპიუტერული მეცნიერებები
- ბიზნესის ადმინისტრირება
- საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები
- არქიტექტურა-მშენებლობა
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ აპლიკაცია 8 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით 24:00 საათამდე თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (Tbilisi.gov.ge).
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
« იხ. ყველა სიახლე