23 დეკემბერს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები გაიმართა. რეგისტრირებული იყო სამი კანდიდატი: თამარ დოლბაია, სერგი კაპანაძე და ნანა მაჭარაშვილი.
ფაკულტეტის საბჭოს 28 წევრიდან (21-აკადემიური პერსონალი, 7-სტუდენტი) არჩევნებში ყველამ მიიღო მონაწილეობა. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა თსუ ასოცირებულმა პროფესორმა თამარ დოლბაიამ.
ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თამარ დოლბაია - 16 ხმა, სერგი კაპანაძე -7 ხმა, ნანა მაჭარაშვილი - 5 ხმა.