2017-12-06

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პირეუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პირეუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (საბერძნეთი)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.

ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი:
http://erasmusglobal.puas.gr/en/courses-offered-for-erasmus-programme/

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2017 წლის 12 დეკემბრის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
შევსებული სააპლიკაციო ფორმა (გამოაგზავნეთ Word-ის ვერსია - ხელმოწერების გარეშე) დანართი 1
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
თსუ ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (2017 წლის 3 ან 9 ოქტომბრის ტესტირება; ცნობის დამზადების თხოვნა გააგზავნეთ erasmus_test@tsu.ge-ზე)
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ ზემოთ მოცემული საგნების ჩამონათვალი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნები, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 2

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
3 თვე (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

Print

« იხ. ყველა სიახლე