საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით აცხადებს
ახალგაზრდული იდეების კონკურსს - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“.
კონკურსში
მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა
უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 26 წლამდე
სტუდენტს.
26 თებერვალს, 12:00 საათზე, ფაბრიკას (ეგნატე ნინოშვილის ქ. # 8, თბილისი) საკონფერენციო დარბაზში კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.
საკონკურსო იდეის გამოგზავნის ბოლო ვადაა:
23 მარტი, 2018 წ.
კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.