2013-07-04

აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნები მედიცინის ფაკულტეტზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის (1 წევრი) თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნა არჩევნები 2013 წლის 25 ივლისს.  
კანდიდატთა რეგისტრაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 12 ივლისს, 10:00 საათიდან დაიწყება, რეგისტრაცია იწარმოებს თსუ საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ჭიაურელის ქუჩა №2, მე-3 სართული, ოთახი №33.
რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 24 ივლისი, 18:00 საათი.  (საფუძველი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 27.06.2013 წლის ბრძანება N64/01-01).


კანდიდატებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა - 3x4);
  3. რეზიუმე / CV;
  4.  ცნობა აკადემიური სტატუსის შესახებ.

Print

« იხ. ყველა სიახლე