2014-10-31

კონკურსი ‘’ქართული კალიგრაფია“

ხელნაწერთა ეროვნულმა ცემტრმა კონკურსი სახელწოდებით: „ქართული კალიგრაფია“ გამოაცხადა. შესარჩევი ტური 28 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.
პროექტის მიზანია საქართველოში ხელნაწერი წიგნის შექმნის კულტურის აღორძინება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
 

კონკურსი ტარდება შემდეგ საკონკურსო ჯგუფებში:
  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII-IX კლასის  მოსწავლეები;
  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII  კლასის  მოსწავლეები;
  • უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
  • სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები;
  • საზღვარგარეთ  მცხოვრები დაინტერესებული პირები.

დაწვრილებითი ინფორმაცია


Print

« იხ. ყველა სიახლე