2016-09-23

დაფინანსება მაგისტრანტებისთვის სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში

2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოყოფილია 205 000 ლარი.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №311 დადგენილებით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად მაგისტრანტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის №584 ბრძანებით.

დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2016 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:

სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადანაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015 ან 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:
ა)22 500 ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები.
ბ) 22 500 ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
გ) 160 000 ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

 
Print

« იხ. ყველა სიახლე