ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-20

საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

    დღეიდან პროექტში ”სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე” მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.     რეგისტრაცია საიტზე - www.summerjob.ge მიმდინარეობს და 20 მარტიდან 20 აპრილამდე გაგაგრძელდება.
    მუშაობის მსურველ სტუდენტს შესაბამის გრაფაში მხოლოდ სახელის, გვარის, პირადი ნომრის, პირადი ელექტრონული ფოსტისა და საკონტაქტო ტელეფონის შეყვანა მოუწევს. ამის შემდეგ, სტუდენტი შემოთავაზებულ სამუშაოზე არჩევენს გააკეთებს. სამუშაოს, რომელსაც სტუდენტი ერთხელ აირჩევს, საბოლოოა და შემდგომში მას ვეღარ შეცვლის.     რეგისტრაციის  წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტი დამადასტურებელ უნიკალურ კოდს ეკრანზე იხილავს. აღნიშნული კოდი მას პირად ელექტორნულ ფოსტაზეც მიუვა.
    საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ.
    პროექტის ფარგლებში  25 000 ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტი შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან სასურველ ერთ ვაკანსიას აირჩევს. პროგრამა ”Summer Job" მიზნად არ ისახავს სტუდენტის დასაქმებას პროფესიის მიხედვით თუმცა, სტუდენტის პროფესია შესაძლოა აღმოჩნდეს ვაკანტური ადგილების ნუსხაში, ძირითად ნაწილს  კი, არა პროფესიის მიხედვით მოუწევთ დასაქმება იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი პროფესია შესაძლოა არ იყოს დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული და მოთხოვნილი.
    პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და  გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან  გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და  ა.შ.
    მნიშვნელოვანია, სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში  სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ–გვერდზე: www.summerjob.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე