ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-10-11

მიღება ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე

ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ და ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში.  

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესი აქვს ევროკავშირის მიმართულებით ღრმა კვლევის წარმოებისათვის. 


მისაღები გამოცდები:
1. კვლევითი პროექტი (2500-3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს  ა) დისერტაციის სათაურს,   ბ) კვლევის მიზნებს,  გ) კვლევით კითხვას/კითხვებს, დ) ჰიპოთეზას, ე) კვლევის მეთოდოლოგიასა და  ვ) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.
2. გამოცდა ინგლისურ ენაში C1 დონეზე (შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება გამოცდისაგან); კანდიდატი, ასევე, გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისგან, თუ მას ინგლისურენოვან პროგრამაზე მინიმუმ სრული ერთწლიანი კურსის გავლის შედეგად მინიჭებული აქვს ხარისხი. 
3. გასაუბრება კომისიის წინაშე.

მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელ სტუდენტებს უფლება აქვთ ჩააბარონ სადოქტორო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მიღება იწარმოებს შემდეგი ვადების გათვალისწინებით:
ა) საბუთების მიღება - 21 - 23 ოქტომბერი (19:00-21:30 საათი);
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (C1 დონე) – 25 ოქტომბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 28 ოქტომბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 29 ოქტომბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 30 ოქტომბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 31 ოქტომბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 01 - 04 ნოემბერი;
თ) საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 05 ნოემბერი;
ი) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 06 ნოემბერი. 


მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 
ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (2500-3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს:
ბ.ა) დისერტაციის სათაურს;
ბ.ბ) კვლევის მიზნებს;
ბ.გ) კვლევით კითხვას/კითხვებს;
ბ.დ) ჰიპოთეზას;
ბ.ე) კვლევის მეთოდოლოგიას;
ბ.ვ) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.
გ) ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;
დ)სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ე) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ   ენებზე;
ვ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
ზ) ფოტოსურათი (3x4) - ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
თ)მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლები (თსუ-ის კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
ი) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
კ) ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ევროპისმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვრულია 15 ვაკანტური ადგილი.

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე სემესტრული გადასახადი ქართველი სტუდენტებისთვის შეადგენს 1125 ლარს, ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის - 2250 ლარს.  

მისამართი: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N3, მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოფისი 406.

ელ–ფოსტა: helpdesk.ies@tsu.ge 
Print

« იხ. ყველა სიახლე