2015-12-15
კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ქართულენოვანი ეროვნული სტუდენტური კონკურსი
19-20 დეკემბერს
, 09:00-17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება
კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ქართულენოვანი ეროვნული სტუდენტური კონკურსი.
აღნიშნული კონკურსის ორგანიზების აკადემიური ტრადიცია პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგა და მე-4 წელია ყოველწლიურად გრძელდება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის უშუალო ორგანიზებით და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით. კონკურსი ტარდება სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან (STCL) თანამშრომლობის ფარგლებში. კონკურსის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის მეშვეობით.
კონკურსში მონაწილე გუნდების მომზადების მიზნით 16, 17 და 18 დეკემბერს ჩატარდება 20-საათიანი მოსამზადებელი ტრენინგი მედიაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დაეუფლებიან მედიაციის პროცესში კლიენტთა წარმომადგენლობის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
კონკურსში წარმოდგენილია საქართველოს უნივერსიტეტების 8 სტუდენტური გუნდი 8 მწვრთნელისა და 32 სტუდენტის მონაწილეობით. ჩემპიონატში მსაჯების სახით შემფასებლებად ჩართულია საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციის 40-მდე წევრი და აკრედიტებული მედიატორი.
კონკურსი ტარდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის წესების შესაბამისად. ჩემპიონატში ჩართულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებითა და იურიდიული ლიტერატურით.
მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი

« იხ. ყველა სიახლე