2017-04-27

სტუდენტური დასაქმების ფორუმი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გიწვევთ სტუდენტთა დასაქმების პირველ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი ჩატარდება 2 მაისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ბიბლიოთეკის მესამე სართულზე. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა: ვისოლი, სმარტი, დანკინ დონატსი, ვენდი, პსპ, კრედო, IC ჯგუფი, პალიტრა L, 4Service, Super TV, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი, ჩემი წიგნი, SilkJob, My office და ა.შ.

დასაქმების ფორუმი გულისხმობს ერთ სივრცეში დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებელი სტუდენტების შეხვედრას, სადაც ორგანიზაციები წარადგენენ თავიანთ ვაკანტურ პოზიციებს, ხოლო დასაქმების მსურველი სტუდენტები ადგილზევე გაივლიან გასაუბრებას ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ამასთან, მათ შეუძლიათ გასაუბრება გაიარონ ერთ ან რამდენიმე დამსაქმებელთან.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის ეტაპები:
პირველი ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით (იხ. ბმული );

მეორე ეტაპი - რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენის ტრენინგში მონაწილეობა;

მესამე ეტაპი - დასაქმების ფორუმში მონაწილეობა.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, როგორც განათლებისა და მეცნიერების მხარდამჭერი ორგანიზაცია, აცნობიერებს ახალგაზრდებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობას და სწორედ ამ მიზნით ორგანიზებას უწევს დასაქმების ფორუმს.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც ფლობს 4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლიარებს, აგრეთვე 20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100 000 უცხოურ ელექტრონულ წიგნს, 22 მილიონ პატენტს, 400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს. ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

იჩქარეთ! დასაქმების ფორუმში მონაწილეობისთვის სააპლიკაციო ფორმის შევსება მთავრდება 2017 წლის 27 აპრილს.

Print

« იხ. ყველა სიახლე