2012-11-21

კონკურსი სტუდენტებს შორის საუკეთესო ესეის გამოსავლენად

მსოფლიო ბანკში საქართველოს გაწევრიანების  20 წლის აღსანიშნავად კონკურსი სტუდენტებს შორის საუკეთესო ესეის გამოსავლენად დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის


მიმოხილვა და მიზანი

კონკურსი საუკეთესო ესეის გამოსავლენად ეწყობა მსოფლიო ბანკში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად. დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ქვეყნის მასშტაბით ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, იმსჯელონ საქართველოს განვითარების პერსპექტივებზე. კონკურსის მიზანია, ჩართოს სტუდენტები ინტელექტუალურ დისკუსიაში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

კონკურსში მონაწილეობას იღებს ყველა უმაღლესი სასწავლებელი. მონაწილე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს წარდგენილი ნაშრომების პირველად შეფასებას მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი საკონკურსო წესების მიხედვით.  საუკეთესო ესეიები წარედგინება მსოფლიო ბანკის კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
გამოვლინდება ათი საუკეთესო ესეის ავტორი და მათი უმაღლესი სასწავლებელი. ნაშრომები გამოქვეყნდება მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე.  ხუთი  საუკეთესო ესეის ავტორი მიიღებს 1,000 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს.

ნაშრომის თემა: „საქართველო კიდევ ოცი წლის შემდეგ“
მიღების ვადები: 25 ოქტომბრიდან - 24 ნოემბრის ჩათვლით

პირველი ეტაპი:

კონკურსის მოთხოვნები:
  • შეავსეთ ელექტრონული ფორმა და დაურთეთ ნაშრომს
  • წარადგინეთ ნაშრომი იმ უნივერსიტეტის მეშვეობით, სადაც სწავლობთ
    (სტუდენტების მიერ მსოფლიო ბანკში წარდგენილი ესეიები არ განიხილება)
  • ნაშრომი შეიძლება დაიწეროს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე
  • ნაშრომი უნდა იყოს სტუდენტის მიერ შესრულებული
  • ნაშრომში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული წყაროები
  • ნაშრომი უნდა იყოს 3 დან 5 გვერდამდე (სიტყვების რაოდენობა: 900-დან 1500-მდე)
  • შესაძლებელია გრაფიკების, ცხრილებისა და სურათების გამოყენება ზემოთ აღნიშნული გვერდების რაოდენობის გათვალისწინებით
  • ესეიების  წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, PDF ფორმატში, ან ნაბეჭდი ასლის სახით
  • ესეი უნდა ეხმაურებოდეს გამოცხადებულ თემას: საქართველო კიდევ ოცი წლის შემდეგ

ნაშრომები მიიღება საკონკურსო ელ.ფოსტაზე:  essay@tsu.ge

ყველა წარმოდგენილი ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
  • მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა
  • ამ ხედვის განსახორციელებლად გასავლელი გზა
  • აზროვნების ლოგიკური ჯაჭვი
  • ესეიში გამოხატული მოსაზრებების ძლიერი დასაბუთება
  • ორიგინალური, შემოქმედებითი გადაწყვეტა
შენიშვნა: მივესალმებით სტუდენტების მიერ სტილის თუ მიდგომის თავისუფალ არჩევანს

მეორე ეტაპი:
  • მსოფლიო ბანკის კომისია მიიღებს საბოლოო გადაწყველიტებას ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით
  • გამარჯვებულთა ვინაობა გამოცხადდება ა.წ. 14 დეკემბერს მსოფლიო ბანკის პრეს რელიზში
  • გამარჯვებული ესეიები გამოქვეყნდება მსოფლიო ბანკის ვებ გვერდზე
გამარჯვებული სტუდენტები და მათი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ჯილდოების გადასაცემად მოწვეულ იქნებიან მსოფლიო ბანკის მიერ ა.წ. 18 დეკემბერს გამართულ მიღებაზე 









Print

« იხ. ყველა სიახლე