ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-03

ესსეების კონკურსი ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ

„საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი" ფრიდრიხ ებერტის ფონდის  მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - ინდუსტრიალიზაცია საქართველოს განვითარებისთვის"  რომლის ფარგლებშიც აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე - "ინდუსტრიალიზაციისა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში".

,,საზოგადოების კვლევის ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც ფუნქციონირებს 1995 წლიდან. ცენტრი ეწევა კვლევით და სამოქალაქო საქმიანობას, მისი მთავარი ფოკუსი საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესწავლა და ამ განვითარების ხელშეწყობაა.

საქართველო დღეისათვის ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყანას წარმოადგენს, რომლის მთავარ გამოწვევებად კვლავინდებურად რჩება ბრძოლა მაღალი უმუშევრობისა და მზარდი სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ. მიუხედავად სახელმწიფოს არაერთი პროექტისა რომელიც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისაკენ იყო მიმართული, რეალობა არსებითად არ შეიცვალა.

ამ ვითარების გათვალისწინებით  ,,საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა" “ებერტის ფონდის” მხარდაჭერით გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით -  ინდუსტრიალიზაცია საქართველოს განვითარებისთვის",  რომლის მიზანია  ქვეყნის რეალური ეკონომიკური მდგომარეობის, მასში ინდუსტრიული განვითარების წილისა და ქვეყნის რე-ინდუსტრიალიზაციის პერსპექტივების ანალიზი.

ინდუსტრიალიზაცია საქართველოს განვითარებისთვის"  მრავალ ეტაპიანი პროექტია, რომელიც დასრულდება 2016 წლის თებერვალში და ერთ-ერთ ეტაპად სწორედ ესსეების კონკურსს გულისხმობს. კონკურსის სახელწოდებაა  "ინდუსტრიალიზაციისა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში". კონკურსის მიზანია გამოავლინოს საქართველოში ინდუსტრიალიზაციის საკითხით დაინტერესებული პირები და შეარჩიოს საუკეთესო ესსე/პროექტი. კონკურსის დროს მიიღება ნაშრომები როგორც ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობის პოლიტიკური ანალიზის შესახებ ასევე კონკრეტული ინდუსტრიული პროექტების აღწერილობა.


ესსე თემაზე-ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობის პოლიტიკური ანალიზი
ნაშრომის სტრუქტურა და წინაპირობები:
სიტყვების რაოდენობა: 1400 – 2000 სიტყვა

პროექტი თემაზე - კონკრეტული ინდუსტრიული დარგების განვითარება და პერსპექტივები
ესსეს წარმოდგენის სქემა და კრიტერიუმები:
სიტყვების რაოდენობა: 1400 – 2000 სიტყვა

ესსეების/პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 ივნისი.  წარმოდგენილ ნაშრომთაგან შეირჩევა 3 გამარჯვებული. გამარჯვებულ ნაშრომებს გამოავლენს დარგის ექსპერტთაგან დაკომპლექტებული ჯგუფი. კონკურსის შემდგომ მოხდება გამარჯვებულ პროექტთა პრეზენტაცია თბილისის ორ უნივერსიტეტში. კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ სიმბოლურ ანაზღაურებას (460 ლარი დასაბეგრი)  საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციისთვის.
კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა, ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: cssgprojects@gmail.com; დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ზემოთ აღნიშნულ მეილზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 579 20 88 29 (საკონტაქტო პირი: ბათუ კოპალიანი).

Print

« იხ. ყველა სიახლე