2016-06-01

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

სტიპენდიების ჩამონათვალი მიმართულებების მიხედვით:

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fh-kiel.de/
ცენტრალური ადმინისტრაცია/ეკონომიკისა და ბიზნესის და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა გერმანული უნივერსიტეტი (შპაიერი, გერმანია)
http://www.uni-speyer.de/en/university.php
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია

ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
http://www.ut.ee/
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

ისლანდიის უნივერსიტეტი (ისლანდია)
http://english.hi.is/
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების მიმართულების პერსონალი
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.unibo.it/it
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.unitus.it/
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

მასარიკის უნივერსიტეტი
https://www.muni.cz/
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://en.uw.edu.pl/
სასწავლო პროცესის მართვა, საგარეო ურთიერთობები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 7 ნოემბრის 18 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე (მეილში მიუთითეთ მობილობის ტიპი (ადმინისტრაციული) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტების ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით): erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის/დეპარტამენტის დეკანის/უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
  • წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა. ვარშავის უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების მსურველთათვის: წინასწარი მიღების წერილი არ არის საჭირო!!!
სტიპენდია მოიცავს
დღიურ სტიპენდიას + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურებას

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

შენიშვნა:
  • დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
  • შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
  • ერთ აკადემიურ სემესტრში შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება!
  • კილისა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტების სტიპენდიების მოსაპოვებელი გასაუბრება, შესაძლოა, გაიმართოს საერთო გასაუბრების შემდეგ
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე