ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო
ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ
დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრონინგენის
უნივერსიტეტში (ჰოლანდია)
http://www.rug.nl/?lang=en
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის
ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე,
მაგისტრატურის
პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან:
თეოლოგია, ფილოსოფია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საერთაშორისო
ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურის
კვლევები
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)
დაინტერესებულმა
სტუდენტებმა ა/წ 22 მარტის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო
დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL, IELTS, Cambridge – მინიმუმ B2 დონე)
- შევსებული
სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის
ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი,
კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში
და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ
აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!