ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-26

გერმანიის პარლამენტის საერთაშორისო სტიპენდიის საინფორმაციო შეხვედრა

30 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  გერმანიის პარლამენტის წევრი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი,  გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის შესახებ.

გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს 41 სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას 5 თვის განმავლობაში იმუშაონ ბუნდესტაგის დეპუტატთა ბიუროებში, ბერლინის სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში დაესწრონ მათთვის სასურველ სემინარს და მონაწილეობა მიიღონ სხვა კულტურულ თუ შემეცნებით აქტივობებში.  

IPS გათვლილია პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდა, 29 წლის ასაკამდე პირებზე, რომლებიც კარგად საუბრობენ გერმანულად და სურვილი აქვთ მომავალში აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში.

დაგეგმილ შეხვედრაზე დაინტერესებული სტუდენტები მიიღებენ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას.

გთხოვთ მობრძანდეთ!

მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, 101-ე აუდიტორია


Print

« იხ. ყველა სიახლე