ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-02

საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია თეორიულ ფიზიკაში

21-27 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს მესამე საერთაშორისო  სკოლა-კონფერენციას თეორიულ ფიზიკაში. ღონისძიება ტარდება ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული რეგიონალური საგანმანათლებლო ქსელის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს ბონის, თბილისის, ერევნის და ზიგენის უნივერსიტეტებს.

კონფერენციაზე განხილული იქნება თანამდეროვე თეორიული ფიზიკის საკითხების ფართო სპქეტრი. კონფერენციის მუშაობაში ქართველ ფიზიკოსებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვან სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები, რომელთა ნაწილს მჭიდრო კავშირი აქვს კავკასიის რეგიონთნ.

სტუმრების რაოდენობა აჭარბებს სამოცდააათს. მათგან ოცდახუთი გამორჩეული PhD/MS სტუდენტია ათი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც შეუერთდება ოცამდე ქართველი სტუდენტი და მათთვის სკოლაზე ლექციებს წაიკითხავს სამი გამოჩენილი მეცნიერი, მათ შორის გია დვალი.
 
ღონისძიების მიზანია ფუნდამენტალურ კვლევებში ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა და უცხოეთში მოღვაწე წარმატებული სწავლულების სამეცნიერო კავშირების გამყარება საქართველოსთან და ზოგადად რეგიონთან.  ამასთან ქართველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ უცხოელ ახალგაზრდა მეცნიერთა გამოცდილება და გაცვალონ მათთან სამეცნიერო იდეები.

ღონისძიება ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის (ICTP) თანადაფინასებით, ხოლო მას ორგანიზებას უწევს თბილისის სახელმწიფო და თავისუფალი უნივერსიტეტები.

დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე


 

    

Print

« იხ. ყველა სიახლე