2015-11-18

სტუდენტთა რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია "ფილოსოფია და რელიგია"

24 ნოემბერს, 11:00 საათზე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ატარებს ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციას: "ფილოსოფია და რელიგია". კონფერენცია ეძღვნება ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის, დაბადებიდან 85 წლისთავს. იხილეთ პროგრამა.

მისამართი: თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია. 25 ნოემბერს კონფერენცია გაგრძელდება თსუ I კორპუსის 212-ე აუდიტორიაში.
Print

« იხ. ყველა სიახლე