ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი
7-8 ნოემბერს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას
”გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია ეძღვნება გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავს.
სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება 7 ნოემბერს, დილის სხდომები 10.00 -13.00 საათი. საღამოს სხდომა - 14.00-18.00 საათი.
8 ნოემბერს, 12.00 საათზე გაიმართება საიუბილეო სხდომა.
სამეცნიერო კონფერენცია და საიუბილეო სხდომა ჩატარდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.
კონფერენციის სტუმართა შორის არიან:
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქ. ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი
ვლადიმერ კოტლიაკოვი;
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორ.
ოლგა სალომინა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლები;
პაულ შერერის ინსტიტუტი, შვეიცარია - დოქტორი
მარგარიტ შვიკოვსკი;
სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი -
მარია ვოდენსკა;
ერევნის უნივერსიტეტის პროფესორი -
ვლადიმერ ბოინაგრიანი;
გისენის უნივერსიტეტის პროფესორი -
ლორენც კინგი.