2012-10-17

სტუდენტური კონფერენცია „ფილოსოფია და რელიგია“

იუნესკოს დადგენილებით ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში (2002 წლიდან) ტარდება „ფილოსოფიის  დღე“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი 2012 წლის 16 ნოემბერს ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  სტუდენტთა  სამეცნიერო კონფერენციას:            

 „ფილოსოფია და რელიგია“

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები (ორი ნაბეჭდი გვერდი A4) უნდა წარმოადგინონ 2012 წლის 5 ნოემბრამდე თსუ II კორპუსში, ფილოსოფიის ინსტიტუტში, კაბინეტი № 205  (დემურ ჯალაღონია),   ან გამოაგზავნონ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge                   

Print

« იხ. ყველა სიახლე