2012-08-10
ორმაგი ხარისხის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტი გთავაზობთ ორმაგი ხარისხის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებაში.
სამაგისტრო პროგრამის სახელწოდებაა "Managing International Enterprises".
სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაა 2 წელი (პირველი სასწავლო წელი - საქართველოში, მეორე სასწავლო წელი - გერმანიაში).
სწავლების ენა ქართული და ინგლისური;
პირველ სასწავლო წელს სტუდენტები ბიზნესის ადმინისტრირების სავალდებულო საგნებთან ერთად გაძლიერებულად შეისწავლიან გერმანულ ენას.
სამაგისტრო პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ორმაგ ხარისხს (ქართულს და გერმანულს): MBA-ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან და M.Sc in BA იენის უნივერსიტეტის მხრიდან.
მინიჭებული მაგისტრის ხარისხით კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ მუშაობა დაიწყონ როგორც საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა საწარმოებში, ისე მსოფლიო მნიშვნელობის საერთაშორისო კორპორაციებში.
იმისათვის, რომ მსურველი მოხვდეს აღნიშნულ პროგრამაზე:
** მას უკვე უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
** ჩააბაროს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდები და გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
** 2012 წლის 13 აგვისტოდან - 29 აგვისტომდე შემოიტანოს საბუთები მითითებულ მისამართზე.
** ჩააბაროს ინგლისური ენის გამოცდა (ან წარმოადგინოს მინიმუმ B2 დონის ცოდნის შესაბამისი სერთიფიკატი).
** ჩააბაროს შიდა შესარჩევი გამოცდა ეკონომიკის პრინციპებსა და ბიზნესის საფუძვლებში.
** სწავლების საფასურია 1500 ევრო სემესტრში;
ამასთან, პროგრამა ფინანსდება გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის DAAD-ის მიერ, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ:
** სტიპენდიები სწავლების დაფინანსებისათვის;
** სტიპენდიები გერმანიაში მგზავრობის და ცხოვრების ხარჯების დაფინანსებისთვის.
მისამართი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,
0186, ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2
თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 416
ტელეფონი: (+995 32) 2 30 41 49
ფაქსი: (+995 32) 2 30 00 32
ვებ გვერდი: http://www.mie.tsu.ge | http://www.mie.uni-jena.de
საკონტაქტო პირები:
სოფიკო ჯვარშეიშვილი - პროგრამის მენეჯერი, მობილური - 5 77 25 30 98
sofiko.dzhvarsheishvili@tsu.ge
ლაშა ტაბატაძე - პროგრამის კოორდინატორი, მობილური - 5 99 23 77 99
lasha.tabatadze@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე