მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ICMPD, პროექტი ENIGMMA იწვევს დამოუკიდებელ მკვლევარებსა და მკვლევართა ჯგუფებს (დოქტორანტებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, პოსტ-დოქტორანტებს და ა.შ) საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში, მიგრაციის პოლიტიკის ანალიზის განსახორციელებლად.
კვლევის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- იმიგრანტების ინტეგრაცია;
- პოლიტიკის განვითარება ემიგრაციასთან მიმართებაში;
- სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაცია;
- მიგრაცია და განვითარება საქართველოში;
- განათლების ინტერნაციონალიზაცია;
- ცირკულარული მიგრაციის პოტენციალი საქართველოში;
- საზოგადოების დამოკიდებულება იმირანტებთან, ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით;
- უცხოელი მუშახელის დაქირავება საქართველოს შრომის ბაზარზე.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისამართზე:
enigmma@icmpd.org მიმდინარე წლის
15 ივლისამდე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭროა შემდეგი დოკუმენტაცია:
- ზემოაღნიშნულ თემებზე მიმოხილვა/მონახაზი;
- კვლევის მეთოდოლოგია;
- ბიბლიოგრაფია;
- ბიოგრაფიული მონაცემები (CV);
- პუბლიკაციების ჩამონათვალი;
- აპლიკანტის მიერ უკვე შესრულებული ნაშრომის ნიმუში ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია
დოკუმენტში.
პროექტის ENIGMMA შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ
ვებ-გვერდს.