2015-09-22
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "საერთო წარსული და მომავალი: სომხურ-ქართული ურთიერთობები დღევანდელი გადმოსახედიდან"
2015 წლის 28 სექტემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “სომხურ-ქართული თანამშრომლობის სტრატეგიები აკადემიისა და სტუდენტთა ჩართულობით” ფარგლებში გაიხსნება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია “საერთო წარსული და მომავალი: სომხურ-ქართული ურთიერთობები დღევანდელი გადმოსახედიდან”. იხილეთ პროგრამა: GEO, ENG.
პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის “ჰაზარაშენის” ინიციატივით (ერევანი, სომხეთი), ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცივილიზაციებისა და კულტურების კვლევის ცენტრის (ესუ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის (საა) მონაწილეობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანი იყო აკადემიურ სივრცეში საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის გაღრმავება უნივერსიტეტების სტუდენტთა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების ხელშეწყობის და ერთობლივი სამეცნიერო ხელმძღვანელობის საშუალებით.
პროფ. დავით ჰოვანისიანი (“ჰაზარაშენი”), დოქტორი სათენიკ მკრტჩიანი (ცივილიზაციებისა და კულტურების კვლევის ცენტრი, ესუ), პროფ. ქეთევან ხუციშვილი (თსუ), პროფ. ნინო ჩიქოვანი (თსუ), პროფ. კორნელი კაკაჩია (თსუ), პროფ. ჰრანუშ ხარატიანი (სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი) და პროფ. ჰაიკ ქოჩარიანი (ესუ) ხელმძღვანელობდნენ როგორც პროექტის მსვლელობას ისე მასში ჩართული სტუდენტების კვლევებს.
სტუდენტები მუშაობდნენ ორი თემატური ჯგუფის ფარგლებში, საერთო წარსული და რეგიონული და გლობალური პოლიტიკა, რომელთა ფარგლებშიც დამუშავდა შემდეგი თემები:
მარიეტა ბაზინიანი, სომხების თვითიდენტიფიკაცია და ქართველების შეხედულებები გაზეთ “მშაკის” მასალების მიხედვით
გიორგი კოჭლამაზაშვილი, სომეხთა სახეები ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში (1960-1980)
ივეტა გოგავა, იდენტობის კონსტრუქციის კონცეპტუალური ჩარჩო განსაზღვრა საქართველოში (1900-იანები)
სალომე ხვადაგიანი, რელიგია, როგორც ქართველთა ეთნიკური იდენტობის მარკერი (1860-1918)
ელენე ბოდაველი, ნელი მანუჩარიანი, კომუნისტური იდეოლოგიის ასახვა ქუჩებისათვის სახელების მინიჭების პოლიტიკაში საბჭოთა ერევანსა და თბილისში (1921-1939)
ვაჩე გუნდიშვილი, რუსული ენის საკითხი 1970-იანი წლების საქართველოში
ანა გევორგიანი, გაზეთ “ავანგარდის” გენდერული დისკურსი (1923-1925): სომეხი ქალის “მოქალაქედ” ქცევა
თეონა მინდიაშვილი, თბილისური მოდა საბჭოთა სისტემაში (მეორე მსოფლიო ომის შემდგომ)
ანუშიკ რშტუნი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ევრაზიის საბაჟო კავშირის გამოწვევები რეგიონული კოოპერაციისთვის
სერგეი პრუტიანი, სომხეთი და საქართველო, როგორც ირანული ჰიდროკარბონის რესურსების პოტენციური გამტარი
ამალია ფიჯიანი, სუნიტური პროექტების გავლენა სამხრეთ კავაკასიის რეგიონში: ისლამური სახელმწიფოს შემთხვევა
ლილიტ არზოიანი, ქართულ-სომხური თანამშრომლობა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში
ანა ჩიტალაძე, თათევიკ გრიგორიანი, ევროპეიზაციის გაგება საქართველოსა და სომხეთში - დისკურსები, შეხედულებები და გავლენები ორმხრივ ურთიერთობებზე
გრეტა პაპიანი, ეკატერინე მახათაძე, ევროკავშირის გავლენა სომხეთსა და საქართველოზე ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ
კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური და რუსული.
დასწრება თავისუფალია!
დაინტერესების და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროფ. ქეთევან ხუციშვილს ketevan.khutsishvili@tsu.ge ან ტელეფონზე: 595 45 70 07
(ENG)
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა სიახლე