2012-08-20
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 2012–2013 სასწავლო წლისთვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში ევროპულ უნივერიტეტებში მობილობის შესაძლებლობით და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 2007 წელს TACIS–ის პროექტის ფარგლებში და ეფუძნება თსუ–ს ოთხ ფაკულტეტს: იურიდიული ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – რაც აძლევს სტუდენტებს ინტერდისციპლინურ პროგრამაზე სწავლის უნიკალურ შესაძლებლობას. ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით. წამყვანი ევროპელი და ქართველი პროფესორები ლექციებს კითხულობენ ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში ისევე როგორც შეუძლიათ დაბეჭდონ ნაშრომები სამეცნიერო ჟურნალში.
ჩაბარების მსურველებს მოეთხოვებათ:
** ბაკალავრის დიპლომი
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** ევროკავშირის შესახებ ზოგადი ცოდნა
** საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
მიღების პროცედურა შედგება სამი ეტაპისგან:
** წერითი გამოცდა ინგლისურ ენაში
** წერითი გამოცდა სპეციალობაში
** ინტერვიუ მიმღებ კომისიასთან
გადასახადი: 2,000 ლარი სემესტრის განმავლობაში
საბუთები მიიღება მისამართზე:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ჭავჭავაძის გამზ. # 3, თსუ მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ტელ: (+995 32) 2 22 78 99
ელ–ფოსტა: director.ces@tsu.ge, ninopar@gmail.com
განცხადებების მიღება: - 2012 წლის 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
საჭირო დოკუმენტები:http://www.tsu.edu.ge/ge/juridical/orders/16796/?p=1,
English Version
« იხ. ყველა სიახლე