ბეჭდვა |/ დახურვა |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტის ფარგლებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი აცხადებს თეზისების მიღებას სამეცნიერო კონფერენციაში „შუა საუკუნეების საქართველო ევროპული და აღმოსავლური კულტურის კონტექსტში“ მონაწილეობისათვის. კონფერენცია ჩატარდება 30-31 მაისს 2020 წელს. კონფერენციის მონაწილეების რაოდენობა განსაზღვრულია 20 მომხსენებლით. საჭიროა სამეცნიერო ხელმძღვანელის ყოლა და მისი რეკომენდაცია.
*კონფერენციის მიზანია შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის კველევა, სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა აკრედიტებული უნივერსიტეტის, სამივე საფეხურის სტუდენტებს, განურჩევლად ფაკულტეტისა. თუმცა აუცილებელი მოთხოვნაა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის კონტექსტის გამოყენება.
ძირითადი მიმართულებები:
* შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია;
* ყოველდღიურობის ისტორია;
* შუა საუკუნეების კულტურა;
* ფილოლოგია/ხელნაწერები/კოდიკოლოგია;
* არქეოლოგია/ეთნოლოგია/ანთროპოლოგია;
* ფილოსოფია/თეოლოგია;
* პოლიტიკურ - სამართლებრივი აზროვნება;
* სამხედრო ისტორია;
* ისტორიოგრაფია;
* წყაროთმცოდნეობა;
* ლიტერატურათმცოდნეობა;
* ფსიქოლოგია/მენტალიტეტის კვლევები;
* ხელოვნებათმცოდნეობა.
მნიშვნელ ოვანი თარიღები:
თეზისების
მიღების
ბოლო
ვადა
- 31
მარტი
არჩეული
მონაწილეების
გამოცხადება
- 7
აპრილი
სრული
ნაშრომების
მიღების
ბოლო
ვადა
- 30
აპრილი
(
აუცილებელია
დაცული
იყოს
ნაშრომის
გაფორმების
წესები
)
კონფერენციის
ჩატარების
თარიღი
30-31
მაისი
ინსტრუქცია:
გთხოვთ
შეავსოთ
სარეგისტრაციო
ფორმა
და
ხელმძღვანელის
სარეკომენდაციო
წერილთან
ერთად
გამოგვიგზავნოთ
შემდეგ
ელექტრონულ
მისამართზე
young.medievalists@gmail.com
დამატებითი ინფორმაცია:
კონფერენციის
თეზისები
დაიბეჭდება
.
სრული
მოხსენებების
ელექტრონული
ვერსია
განთავსდება
ახალგაზრდა
მედიევისტთა
ასოციაციის
ვებგვერდზე
.
მომხსენებლებიდან
აირჩევა
სამი
გამორჩეული
ნაშრომი
და
მათ
ავტორებს
გადაეცემათ
სიმბოლური
პრიზები
.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კონფერენციის ორგანიზატორებს:
თეა გოგოლიშვილი 599 755 930
;
ლალი
მექერიშვილი
596 105 367;
გიორგი
ქურცაძე
591 929 465.