2016-03-28

ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია გენდერის კვლევაში

26-27 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად გენდერის კვლევაში მეორე ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციაში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც თსუ-ს ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

კონფერენცია კვლევითი-სამეცნიერო ხასიათისაა. მისი მიზანია სტუდენტური კვლევის წახალისება და მხარდაჭერა და სტუდენტთა შორის გენდერის კვლევაში აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა. წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინოთ თავიანთი ნაშრომები ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემებზე:

•  გენდერული თანასწორობა და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში;
•  გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური უფლებები;
•  ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
•  ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ;
•  ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა საქართველოში და საზღვარგარეთ;
•  ქალთა წარმოჩენა მედიასა და კულტურაში;
•  საზოგადოებრივი აზრის კვლევა გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე.

კონფერენციის სამუშაო ენა:  ქართული

დაინტერესებულმა პირებმა აბსტრაქტი და სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 14 აპრილისა, შემდეგ მისამართზე: genderinstitute@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე