2019-12-25

ევროპული კინო შენს ქალაქში

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით 25, 26, დეკემბერს 19:00 საათზე, 27 დეკემბერს 15:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის განახლებულ დარბაზში, ჩატარდება კვიპროსული კინოს დღეები.
კვიპროსული კინოს დღეების ფარგლებში შეგიძლიათ იხილოთ ფილმები: „განთიადი კიმერიაში“, რომელიც  წლის საუკეთესო კვიპროსულ ფილმად დასახელდა და სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული აქვს ჯილდოები: „საუკეთესო ახალბედა რეჟისორისთვის“, “მაყურებლის სიმპათია”, „მომავლის საუკეთესო ფილმი“, “საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი” და სხვა; „როზმარი”, რომელმაც უკვე არაერთი ქვეყანა და კონტინენტი მოიარა და რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია და „ჩაინათაუნი - სამი თავშესაფარი“, რომელიც ფანტასტიკური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო ბოევიკად დასახელებული ფილმია. „ბიჭი ხიდზე“, ორმაცდაათზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილი და ცამეტ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფილმი.

                                              
Print

« იხ. ყველა სიახლე