2013-09-09

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ევროპა საქართველოში“

2013 წლის 11-12 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ევროპა საქართველოში“.

კონფერენცია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS) ორგანიზებით ტარდება და CSS-ის 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ ცხადად დააფიქსირა სწრაფვა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცისაკენ. ოცი წლის განმავლობაში ქვეყანა აქტიურად აწარმოებდა ევროპული ინტეგრაციის იდეის პროპაგანდას. 1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრიც გახდა. თუმცა, საინტერესოა რამდენად აისახება ეს სწრაფვა, ევროპული ღირებულებები, სტრუქტურები, ინსტიტუტები, მოთხოვნები საქართველოს ინსტიტუციურ სტრუქტურასა და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში; რამდენად რეალურია საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი?
კონფერენციის ძირითადი კონცენტრაცია იქნება ზემოთაღნიშნული საკითხები და მოიცავს შემდეგ სფეროებს: საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოება, გენდერული თანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები, ღირებულებები, განვითარება, განათლება. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებსა და მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ სოციალური მეცნიერებებში ან დაინტერესებულნი არიან ჩამოთვლილი დისციპლინებით. უპირატესობა მიენიჭება ინტერდისციპლინურ და მულტიდისციპლინურ მიდგომას.
მოთხოვნები

კონფერენციის მონაწილეებმა სააპლიკაციო ფორმა  და აბსტრაქტები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: css.conference2013@css.ge 2013 წლის 25 ოქტომბრამდე. მიიღება მხოლოდ ელექტრონული აპლიკაციები.
კონფერენციის ენა: ინგლისური

დამატებითი ინფორმაციისთვის ინსტრუქციებთან, კონფერენციის გადასახადსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით გთხოვთ ეწვიოთ:  http://css.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8&info_id=838
 
დამატებითი შეკითხვისთვის კონფერენციასთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:
ფალიაშვილის ქ. 33, 0179 თბილისი, საქართველო
ტელ: : +995 32 2290095
+995 32 2102781

ელ-ფოსტა: css.conference2013@css.ge (subject: CSS Conference “Europe in Georgia”)

Print

« იხ. ყველა სიახლე