2011-05-11
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი
2011 წლის 23-25 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეთორმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას
"ამერიკა : XXI საუკუნის გამოწვევები".
კონფერენციის მიზანი:
• ცოდნის გავრცელება ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ადათ-ჩვევების, ღირებულებების შესახებ.
• საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება.
• ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.
კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებების თემატიკა ძალიან ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.
განსაკუთრებით მივესალმებით ყველა სფეროში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი, II კორპუსი , ოთახი №165
კონფერენციის გახსნა: 2011 წლის 23 მაისი, 11:00, ფიზიკის დიდი აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, კორპუსი II)
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
• მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
• რეზიუმე (მაქსიმუმ 300 სიტყვა, ქართულად და ინგლისურად)
• ხელმძღვანელის რეკომენდაცია (მხოლოდ სტუდენტებისათვის)
გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.
კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud@yahoo.com არაუგვიანეს
2011 წლის 30 აპრილისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.
მოკლე ინფორმაცია
ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი, თანამედროვე ზესახელმწიფო, მისი განვითარების თავისებურებები, მიღწევები თუ პრობლემები ქართული საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ამის დასტურია საქართველოში ამერიკისმცოდნეობის, როგორც განათლების სფეროს, პოპულარობის ზრდა. ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით სწავლობენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ცენტრი 2002 წელს დაარსდა. მანამდე, 1994 წლიდან ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრასთან არსებობდა ამერიკის ისტორიის შესწავლის ლაბორატორია, რომელიც 1998 წელს ამერიკის ისტორიის ცენტრად გადაკეთდა. ამავე წლიდან ცენტრი ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სტუდენტებიც იღებენ მონაწილეობას. დროთა განმავლობაში, მის გარშემო შემოიკრიბა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი პროფესორ-მასწავლებელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, სტუდენტი, ყველა, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების საკითხების შესწავლით იყო დაინტერესებული. ამიტომ ამერიკის ისტორიის ცენტრი ამერიკის შესწავლის ცენტრად გადაკეთდა.
2002 წლიდან ცენტრი ატარებს მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციებს (ხშირად 200-ზე მეტი მონაწილეა), გამოსცემს ყოველწლიურ სამეცნიერო კრებულებს, რომლის ერთ-ერთი რედაქტორი სტენფორდის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის დირექტორია. ცენტრი თანამშრომლობს არა მარტო სტენფორდის უნივერსიტეტის აღნიშნულ დეპარტამენტთან, არამედ აშშ-ის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან, კერძოდ, რატგერსის, ვისკონსინის, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. რატგერსის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი პირველი დეკანი, პროფესორი მაიკლ როკლენდი თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კონსულტანტია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამერიკისმცოდნეობა განათლებისა და მეცნიერების ახალი სფეროა, უკვე არსებობს კარგი ტრადიციები, შეიქმნა მნიშვნელოვანი ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, აღიზარდა ღირსეული კადრები, რომელთა დიდმა ნაწილმა კვალიფიკაცია ამერიკისა და ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აიმაღლა.
ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციასთან ერთად, 2009 წლიდან თსუ-ს ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ინიციატივით და ხელშეწყობით დაარსდა ამერიკის შესწავლის ცენტრები საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, კერძოდ, ქუთაისის, ბათუმის, თელავის უნივერსიტეტებში. ის კოორდინაციას უწევს ამერიკისმცოდნეების მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი
ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია
ტელ/ფაქსი: 232688, 250678
ელ.ფოსტა: geoamstud@yahoo.com
Institute of American Studies at Ivane Javakhishvili Tbilisi State University organizes the 12th International Annual Conference in American Studies
Title: “America: Challenges of the 21st Century”
Alongside with the main topic of the Conference our annual conferences traditionally embrace all fields of American Studies: politics, history, education, social and women issue, arts, literature, economics, journalism, medicine, law, US-Georgian relations, etc.
The aim of the conference is to:
-
support the development of democratic values in Georgia following the examples of the history and contemporary life of the United States;
-
provide scientific and educational activity in fields of American Studies on a professional level;
-
popularize this knowledge not only in academic circles but in all strata of Georgian society;
-
assist young professionals interested in American Studies;
-
strengthen links with other universities with American Studies programs.
Organizers:
Institute of American Studies and Georgian Association for American Studies
Dates :
23-25 May, 2011
Opening Ceremony: 23 May 2011, 11:00 a.m.
The Big Hall of Physics, 3 Chavchavadze ave, Tbilisi.
Venue:
Institute of American Studies (I. Javakhishvili Tbilisi State University, II building, room 165, 3 Chavchavadze ave.),
Working language: Georgian and English
Candidates should present:
1. Personal information: name of the Author, phone number, e-mail.
2. Paper should include:
Title
Summary (300 words, in Georgian and English)
3. Recommendation of the Scientific Adviser (Only for students)
Please, indicate if the electronic equipment for the presentation of the report is needed.
Please, send all the above mentioned documents and annexes to the following e-mail: geoamstud@yahoo.com;
Deadline for presenting applications is 30 April, 2011
Brief information
The USA – the main strategic partner of Georgia, superpower of the modern world, with the peculiarities of its development, achievements or problems provokes great interest of the Georgian society. That’s the reason of the immense growth of the popularity of the American Studies as one of the educational spheres of Georgia. The quantity of the students engaged in American Studies at different universities of Georgia is annually increasing.
American Studies Center was founded in 2002 at Tbilisi State University. Since 1994 a Laboratory of American History existed at the Chair of Modern and Contemporary History of the Europe and America, which turned into the Center of American History in 1998. Since that period the Center organizes the international conferences annually with the participation of professors as well as students.
Later the Center of American History became a place of unification of broader community: professors, students, politicians, people interested in different issues of American Studies and the center transformed into the Center of American Studies.
Since 2002 the Center organizes International Conferences (with more than 200 participants), publishes annual scientific collections. One of the editors of this collection is a Director of the American Studies Program at Stanford University. The Center has broad international contacts. It also cooperates with the American Studies Departments at Stanford, Rutgers, Wisconsin, Pen State, and other leading Universities of the USA.
Professor Michael Rockland from the Department of American Studies at Rutgers University is the consultant of the MA and Ph.D. Programs in American Studies at Tbilisi State University.
Although the American Studies is the recently founded sphere of education and science in Georgia, the good traditions already exist. Important Georgian language academic literature was published, numerous professionals were prepared and many of them raised their qualification at the leading European and US Universities. The Center of American Studies together with the Georgian Association for American Studies established the centers of American Studies at the various Universities of Georgia in Kutaisi, Batumi, and Telavi. The Center coordinates activities of Georgian Americanists across the country.
For additional information please check www.geoamstud.org.ge
Center of American Studies at Tbilisi State University
Georgian Association for American Studies
Tel.:
+995 32 232688
begin_of_the_skype_highlighting
+995 32 232688
end_of_the_skype_highlighting
begin_of_the_skype_highlighting
+995 32 232688
end_of_the_skype_highlighting
begin_of_the_skype_highlighting
+995 32 232688
end_of_the_skype_highlighting
begin_of_the_skype_highlighting
+995 32 232688
end_of_the_skype_highlighting
,
+995 32 250678
begin_of_the_skype_highlighting
+995 32 250678
end_of_the_skype_highlighting
begin_of_the_skype_highlighting
+995 32 250678
end_of_the_skype_highlighting
begin_of_the_skype_highlighting
+995 32 250678
end_of_the_skype_highlighting
begin_of_the_skype_highlighting
+995 32 250678
end_of_the_skype_highlighting
« იხ. ყველა სიახლე