სასწავლო გრანტის გაუმჯობესების მსურველთა საყურადღებოდ!
• 2009-2010 სასწავლო წელს, სასწავლო გრანტის გაუმჯობესების მიზნით, ბაკალავრიატის სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2010 წლის 11თებერვლიდან 22 მარტის ჩათვლით.
ერთი გამოცდის ჩაბარების საფასურია 10 ლარი. რეგისტრაციის გავლის მსურველებმა საფასური უნდა გადაიხადონ შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
* სსიპ “გამოცდების ეროვნული ცენტრი”- ანგარიში ს/კ 202198727
* სს “ბაზისბანკი”_ ბანკის კოდი: 220101956, ანგარიში: 133531
გადახდის დანიშნულებაში უნდა იყოს მითითებული სტუდენტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი.
თანხის გადახდა შესაძლებელია “ბაზისბანკის” ან “სახალხო ბანკის” ნებისმიერ ფილიალში.
რეგისტრაცია მიმდინარეობს შესაბამის ფაკულტეტებზე:
1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის №3, თსუ II კორპუსი, ოთახი 166.
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის №36, თსუ V კორპუსი, ოთახი 329.
3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის №8, თსუ VI კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 205.
4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მაღლივი კორპუსი, უნივერსიტეტის ქუჩა №2, მაღლივი კორპუსი, მე-6 სართული, ოთახი 614.
5. იურიდიული ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის №3, თსუ II კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია.
6. მედიცინის ფაკულტეტი - ი. ჭავჭავაძის №5, თსუ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი (ყოფილი ლეჩკომბინატი), ოთახი 103.
სტუდენტმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პასპორტის ან მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
2. პლასტიკური ბარათი, რომლითაც სტუდენტები მონაწილეობდნენ მისაღებ გამოცდებზე;
3. თანხის გადახდის ქვითარი (ასლი);
4. ფოტოსურათი 1 ცალი (3X4).