2013-03-27

სტუდენტთა ელექტრონული ჟურნალი „სარკმელი“ აცხადებს თარგმანების მიღებას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მთარგმნელ სტუდენტთა ელექტრონული ჟურნალი  „სარკმელი“ აცხადებს თარგმანების მიღებას 2013 წლის 15 ივნისამდე.

ჟურნალში დაიბეჭდება როგორც უცხოური პოეტური და პროზაული  ნაწარმოებების ქართული თარგმანები, ასევე ქართულიდან უცხო ენაზე შესრულებული   თარგმანები.

მასალა გადმოგზავნეთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ekaterinenavrozashvili@gmail.com
თარგმანის ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ში, ინგლისური  - Times New Roman-ში, რუსული - Russian-ში, 1 ინტერვალით.

Print

« იხ. ყველა სიახლე