2017-11-17
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხი აპლიკანტების საყურადღებოდ!
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხი აპლიკანტების საბუთების მიღება მიმდინარეობს
13 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, თსუ-ის შესაბამის ფაკულტეტზე
10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
1.ხელოვნების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები (,,კინო-ტელე რეჟისორი“, ,,ტანსაცმლის დიზაინი“) - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ I კორპუსი, ილ.ჭავჭავაძის გამზ.№1,ოთახი №208, ტელ.:2222108;
2.ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები - თსუ მაღლივი კორპუსი, უნივერსიტეტის ქ. №2, ტურიზმის ფლიგელი, ოთახი №08;
3.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,მასაჟისტი’’ - მედიცინის ფაკულტეტი, ბელიაშვილის ქ. №78, (ა.ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი №330), ტელ.:2913125;
4.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ,,აგროლოჯისტიკის ოპერატორი “( მე-4, მე-5 საფეხური) - ქ. ქუთაისი, ნიკეას მე - 2 შესახვევი №8, კორპუსი 9, ოთახი №11;
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ)ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
გ)საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/პროფესიული განათლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
« იხ. ყველა სიახლე