ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-04-16

2010 წელს "ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების” კონკურსში გამარჯვებულთა საყურადღებოდ!

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2010 წელს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების” კონკურსში გამარჯვებულებისათვის აწყობს საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგს. ახალგაზრდა მეცნიერებს მიეწოდებათ პროგრამული და ფინანსური ანგარიშების გამართულად საწარმოებლად საჭირო ინფორმაცია. 

ტრეინინგი ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, ქიმიის დიდ აუდიტორიაში პარასკევს, 16 აპრილს 11:00. მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.№3

Print

« იხ. ყველა სიახლე