2018-04-12

სემინარი „აკადემიური წერა და გამოქვეყნება ახალ ციფრულ ეპოქაში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ანთროპოლოგის, ქალაქ ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორის, ელის უატერსტონის (Alisse Waterston) სემინარი გაიმართება.

სემინარი „აკადემიური წერა და გამოქვეყნება ახალ ციფრულ ეპოქაში“ ჩატარდება 2018 წლის 4 ივნისს.

რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 10 მაისი. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ცენტრი. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC).

სააპლიკაციო ფორმა.

სემინარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.


Print

« იხ. ყველა სიახლე