2010-07-13

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აგრძელებს საბუთების მიღებას საერთაშორისო სადოქოტორო პროგრამაზე ”გენდერის კვლევაში”


სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა გამოაცხადა საბუთების მიღების მეორე ეტაპი 2010-2011 სასწავლო წლისთვის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებზე”გენდერის კვლევაში”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ”გენდერის კვლევაში” დაფინანსებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის მიერ და მათ ადმინისტრირებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ახორციელებს.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების პროგრამის ქსელური ინსტიტუტია სამხერთ კავკასიაში და მისი მიზანია სოციალურ მეცნიერებებში კვლევისა და ხარისხიანი სწავლების ხელშეწყობა (www.ucss.ge).

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი სრულად დააფინანსებს ქართველი მოქალაქეების სწავლებას სადოქტორო პროგრამაზე 4 აკადემიური წლის განმავლობაში, დაწყებული 2010 წლის სექტემბრიდან. დაფინანსდება 5 სტუდენტი  ”გენდერის კვლევაში”.

აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
  • ”გენდერის კვლევის” სადოქტორო პროგრამისთვის აპლიკანტი უნდა ფლობდეს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში. ”გენდერის კვლევის” პროგრამისთვის პრიორიტეტულია მაგისტრის ხარისხი ”გენდერის კვლევაში”;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე - აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს მისაღები გამოცდა თსუ-ს ენების ცენტრში, ან წარმოადგინოს ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL IBT 82,  IELTS 6.2,  ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ტესტი).
მეორე ეტაპის საბუთების ჩაბარების ვადები და მისაღები გამოცდები:
  • მეორე ეტაპისთვის საბუთების რეგისტრაცია დაიყო 12 ივლისიდან;
  • 26 ივლისი, 17.00 სთ – ცენტრში საბუთების წარდგენის ბოლო ვადა (აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს ცენტრში როგორც ამობეჭდილი საბუთები, ასევე გააგზავნოს ელექტრონული ვერსია ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: mmikaberidze@ucss.ge );
  • 28 ივლისი, დღის მეორე ნახევარი - გასაუბრება მისაღებ კომისიასთან
  • 30 ივნისი, 10.00 სთ.  – ტესტი ინგლისურ ენაში. ტესტი უნდა ჩააბაროს ყველა აპლიკანტმა, ვისაც არ აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL IBT 82; IELTS 6.2);
  • გამოცდების პასუხები დაიდება 9 აგვისტომდე.
დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციებისთვის მიმართეთ:

მაკო მიქაბერიძეს, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სადოქტორო ტრენინგის ერთეულის კოორდინატორს.

ტელ.: (+995 32) 102781; ელ. ფოსტა: mmikaberidze@ucss.ge

კონსულტაციის დღეები: 19, 22 ივლისი 12.00 სთ.; CSS ოფისი, თსუ-ს მეორე კორპუსი. ჭავჭავაძის გამზ. № 3, მესამე სართული, ოთახი № 336 (ცენტრის ბიბლიოთეკა).

დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ

ჩამოტვირთეთ საგანაცხადო ფორმა
Print

« იხ. ყველა სიახლე