2014-10-10
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტებმა
16 და 17 ოქტომბერს შესაბამის ფაკულტეტებზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (პირველად საფეხურზე დარეგისტრირებულთათვის);
- წინა საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (შემდგომ საფეხურზე დარეგისტრირებულთათვის)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
- ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
- ,,კინო-ტელე რეჟისორის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, II სართული, ოთახი №208, ტელ.: (+995 32) 2 222108
- ,,ტურიზმის მენეჯმენტი“, ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი“ - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი, მაღლივი კორპუსი, უნივერსიტეტის ქ. #13, I სართული პროფესიული სწავლების ცენტრი - ოთახი #2
- ,,მასაჟისტი“ - მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ჭიაურელის №2, ა.ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი №30. ტელ.: (+995 32) 2 913125
« იხ. ყველა სიახლე