2014-10-10

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ!

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტებმა 16 და 17 ოქტომბერს შესაბამის ფაკულტეტებზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: 
  1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (პირველად საფეხურზე დარეგისტრირებულთათვის);
  2. წინა საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (შემდგომ საფეხურზე დარეგისტრირებულთათვის)
  3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
  4. ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
დოკუმენტების წარმოდგენა ხორციელდება შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია):
  1.  ,,კინო-ტელე რეჟისორის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, II სართული, ოთახი №208, ტელ.: (+995 32) 2 222108
  2. ,,ტურიზმის მენეჯმენტი“, ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი“ - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი, მაღლივი კორპუსი, უნივერსიტეტის ქ. #13,  I სართული  პროფესიული სწავლების ცენტრი - ოთახი #2
  3.  ,,მასაჟისტი“ - მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ჭიაურელის №2, ა.ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი №30. ტელ.: (+995 32) 2 913125

Print

« იხ. ყველა სიახლე