ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-11-05

კონკურსი ერაზმუს+ სტაჟირების პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში (რუმინეთი)

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ სტაჟირების პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში (რუმინეთი)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბ აკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურული კვლევები, ეკონომიკა, ბიზნესი, 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 14 ნოემბერს 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე)
შევსებული ხელშეკრულება (დამოწმებული სტუდენტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
-ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (2019 წლის 13 მარტს ან 2019 წლის 1-2 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ან/და მოქმედი ენის საერთაშორისო სერთიფიკატები - მინიმუმ B2 დონე; აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის) 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


დამატებითი ინფორმაცია: 
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
სტაჟირების პერიოდი შეიძლება შეიცვალოს მასპინძელი უნივერსიტეტის მოთხოვნით 

Print

« იხ. ყველა სიახლე