ეროვნული კონკურსი მედიაციაში სტუდენტებისათვის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას მედიაციის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ეროვნული კონკურსი ტარდება
სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის შესახებ სტუდენტების ინფორმირება, ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების პოპულარიზაცია.
კონკურსი გაიმართება 8-9 სექტემბერს სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორების ხელმძღვანელობით. კონკურსში მონაწილე გუნდების მომზადების მიზნით 5-7 სექტემბერს ჩატარდება საზაფხულო სკოლა მედიაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დაეუფლებიან მედიაციის პროცესის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
საქართველოს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოადგინოს ერთი გუნდი 2 ან 4 სტუდენტისა და მწვრთნელის/მწვრთნელების შემადგენლობით.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის კონკურსის პროგრამის, წესებისა და ფორმატის გაცნობის მიზნით მიმდინარე წლის 22 ივლისს, 12:00-15:00 საათზე თსუ-ის პირველ კორპუსში (ოთახი №04) გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე - მწვრთნელის მიერ გუნდის მომზადების ტექნიკა.
ეროვნულ კონკურსზე რეგისტრაციისთვის გამოგვიგზავნეთ
განაცხადი შემდეგ მისამართზე:
apply.ncadr@tsu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 28 24 36 არაუგვიანეს 31 ივლისისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მეშვეობით: apply.ncadr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე