ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-01-29

საზაფხულო სკოლა: კეთილსინდისიერი მმართველობა და ლიდერობა

ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Integrity Action, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში, 2014 წლის 6-11 ივლისს, აწყობს საზაფხულო სკოლას „კეთილსინდისიერი მმართველობა და ლიდერობა“ (Leadership and Management for Integrity) ქალაქ ბუდაპეშტში, უნგრეთი. კურსის მიზანია კეთილსინდისიერების და კეთილსინდისიერი საქმიანობის, როგორც მუშაობის ყველაზე ეფექტური საშუალების გაცნობიერების ამაღლება, რაც ხელს უწყობს განვითარებას და აძლიერებს ლეგიტიმურ დემოკრატიულ მმართველობას. 2014 წელს ამ თემატიკით კურსი მეათედ იმართება და ძირითადად ფოკუსირებული იქნება იმ კრიტიკული და სტრატეგიული მიდგომების შემუშავებაზე, რომელიც აუცილებელია ინსტიტუტების წარმატებული რეფორმირებისათვის და ეფექტური მმართველობის გაუმჯობესებისათვის. კურსის ფარგლებში დაკომპლექტდება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები, კურსის მიზნების და ინტერესების გათვალისწინებით.

დეტალური ინფორმაცია იხ. შემდეგ მისამართზე: http://sun.ceu.hu/LMI-2014
Print

« იხ. ყველა სიახლე