2020-09-17
რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში დაიწყო რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ
2020 წლის 21 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე ჟ.შარტავას #41. მსმენელებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ინსტიტუტში მისვლას, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ონლაინ, მოცემული ბმულზე.
კურსი უფასოა სტუდენტებისთვის, რომელთაც ძირითად და მეორად სპეციალობად არჩეული აქვთ თურქოლოგია, იხდიან მხოლოდ სახელმძღვანელოს საფასურს, რომელიც 60 ლარს შეადგენს.
სხვა დანარჩენი მიმართულების სტუდენტებისთვის კი სამთვიანი კურსის საფასურზე იმოქმედებს დამატებით ფასდაკლება და სახელმძღვანელოსთან ერთად თანხა შეადგენს 110 ლარს.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ორი ცალი დოკუმენტის ფოტო. სტუდენტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის ცნობა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ნომერზე: 2 98 00 97.
« იხ. ყველა სიახლე