კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის პირველი, მეორე სემესტრის და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება/შეფასება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი/ლიეტუვის მთავრობა)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ
12 მარტის, 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ერთ-ერთი:
-2018 წლის 9 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
- მოქმედი ენის საერთაშორისო სერთიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS – მინიმალური საშუალო ქულა 6.5);
- უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული კემბრიჯის სერთიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომის დანართი (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა:
4 კვირა (2019 წლის 14/07/2019-12/08/2019)
სამთავრობო სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, სტიპენდია (570 ევრო - დაბინავებისა და მგზავრობის ხარჯების დასაფარად)
დამატებითი ინფორმაცია:
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge.