2012-04-12
თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი 2012 წლის 14 აპრილს აცხადებს კონკურსს საუკეთესო ესეს გამოსავლენად: „ქართული ენა და ინტერნეტსივრცე“. კონკურსი ეძღვნება ქართული ენის დღეს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა: 2012 წლის 14 მაისი. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2012 წლის 26 მაისს. საკონკურსო ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს. I ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონით“ (I – II) ; II ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება არნ. ჩიქობავას შრომებით(I-V); III ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება “ ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონით“ (I – II). კონკურსში გამარჯვებულთა ნაშრომები დაიბეჭდება ჟურნალში: „ ჩვენი მწერლობა“.
საკონკურსო ნაშრომი გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: kartuliena2012@ice.ge
« იხ. ყველა სიახლე