2017-06-15

გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე

29 ივნისს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და გენდერის კვლევების ინსტიტუტი გამართავს ღია კარის დღეს 2017-2018 სასწავლო წლისთვის გენდერის კვლევის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით.

სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევებში არის ამ დარგში პირველი და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა მთელ კავკასიაში. პროგრამის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო მჭიდრო თანამშრომლობა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს (თბილისი), რატგერსის უნივერსიტეტსა (აშშ, ნიუ ჯერსი) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (უნგრეთი, ბუდაპეშტი) გენდერის კვლევის პროგრამებს შორის. გენდერის კვლევების ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო განათლება სოციალურ მეცნიერებებში; შეისწავლონ გენდერული თანასწორობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში, ქალთა უფლებების ისტორიული და თანამედროვე ასპექტები, ფემინისტური თეორიები. სწავლის ხანგრძლივობაა 2 აკადემიური წელიწადი. სწავლების ენა - ქართული.

მისამართი: თსუ, მე-2 კორპუსი, III სართული, აუდიტორია 336, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკა.


Print

« იხ. ყველა სიახლე