2018-09-14

პორტუგალიური ენის კურსები

თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი აცხადებს მიღებას პორტუგალიური ენის კურსებზე, რომელიც დაიწყება 2018 წლის სექტემბერში:დონე 1 (A1); დონე 2 (A2); დონე 3 (B1); დონე 4 (B2).

დაინტერესების შემთხვევაში, ელექტრონულ მისამართზე - Marietta.chikhladze@tsu.ge უნდა გაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1) სახელი და გვარი სრულად (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
2) ელექტრონული მისამართი/ტელეფონის ნომერი
3) დასკანერებული პირადობის მოწმობა/პასპორტი

თითოეული კურსის განრიგი (დღე და საათი) შეირჩევა სტუდენტებთან შეთანხმების საფუძველზე, პირველ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც შეტყობინებას მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
კურსი ხორციელდება თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.

დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ:

1. პირველი ლექცია ჩატარდება 17 ან 18 სექტემბერს (ჯგუფის მიხედვით)
2. განრიგი: 4 საათი კვირაში, რომელიც გადანაწილდება ორ გაკვეთილზე, თითოეული გაკვეთილი 2 საათის ხანგრძლივობით (დღეები შეირჩევა პირველ შეხვედრაზე)
3. თითოეული კურსის ხანგძლივობა: ერთი სემესტრი (52 საათი/4 საათი კვირაში)
4. ლექტორი:  სოფია კრუში (sofia.cruz@tsu.ge)
5. სტუდენტების რაოდენობა ჯგუფში: მინიმალური 7/მაქსიმალური 15
6. სახელმღვანელო: Português XXI
7. სრული კურსის ღირებულება: 255 ლარი | 225 ლარი (თსუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის)
8. სერტიფიკატი: ყოველი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ს სერთიფიკატი
9.სტუდენტს, რომელიც წარმატებით გაივლის აღნიშნულ კურსს, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს „პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის ჯილდო“-ს შესარჩევ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებს 2019 წლის ზაფხულში ერთთვიან სასწავლო სტიპენდიას ლისაბონში გასამგზავრებლად.
10.იმ შემთხვევაში თუ ხართ თსუ-ს სტუდენტი, პორტუგალიური ენის კურსი შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც 5 კრედიტიანი სასწავლო კურსი. ამ შემთხვევაში, სტუდენტი არ იხდის კურსის საფასურს და შესაბამისად, მას არ გადაეცემა ენის სერტიფიკატი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ილია ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი.
ტელ.: 225 04 84, (შიდა ნომერი: 1464).
ელ.ფოსტა: tsuLLL@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე