2016 წლის 22-23 თებერვალს უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო სამეცნიერო სემინარს "ებრაული იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის გარიჟრაჟზე", რომელიც ორგანიზებულია მაინის ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის მიერ, ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში. ორგანიზატორებთან ერთად, პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი.
სემინარზე სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენენ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლები: პროფ. ნინო ჩიქოვანი, ასოც. პროფ. ქეთევან კაკიტელაშვილი, ასოც. პროფ. ივანე წერეთელი, ასევე კულტურის კვლევათა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი სოფიო ბილანიშვილი.