თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს, ზაარლანდისა (გერმანია და მიკოლაევის (უკრაინა) შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივ შემოდგომის უნივერიტეტში
„რთული სამეზობლო“ მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება საარბრიუკენში, ა/ წ.
9 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ჰუმანიტარულ, სოციალურ პოლიტიკურ, იურიდიულ მეცნიერებათა და ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტების მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, ისევე როგორც ახალგაზრდა მკვლევარებს ( პოსტდოქტორანტებს), რომლებიც სრულყოფილად ფლობენ გერმანულ ენას.
გამარჯვებული კანდიდატების შერჩევა მოხდება კომისიასთან გერმანულ ენაზე გასაუბრების მეთოდით.
დაფინანსება:
სტიპენდია მოიცავს (400 ევრო) მგზავრობის ხარჯებს და ცხოვრების ხარჯებს (225 ევრო), აგრეთვე სამედიცინო დაზღვევა (ზაარლადში ყოფნის პერიოდისათვის; კონკურსზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა: 2014 წლის 17 ოქტომბერი, 12.00 საათი.
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – რეგისტრაცია
II ეტაპი – გასაუბრება
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგი
ვებ-გვერდის საშუალებით.
სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი:
- CV - გერმანულ ენაზე
- მოტივაციის წერილი - გერმანულ ენაზე
- რეკომენდაციის წერილი - ქართულ და გერმანულ ენაზე ( რეკომენდატორის ხელმოწერით და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან - ქართულ ენაზე
- მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის დეკანატიდან - ქართულ ენაზე
- დიპლომის და დიპლომის დანართის ასლი
- პასპორტის ასლი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).
შენიშვნა: რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი თსუ ელ-ფოსტის მისამართით! თსუ ელ-ფოსტის მისამართთან ან პაროლთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს!
პროგრამა