საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს - „ახალგაზრდები საჯარო სამსახურის განვითარებისათვის“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობის მიღების მსურველმა,
2018 წლის 1 დეკემბრამდე, საჯარო სამსახურის ბიუროს ელ-ფოსტაზე:
info@csb.gov.ge უნდა გაგზავნოს ნაშრომი (წერილის დასახელებაში მიუთითეთ: ახალგაზრდები საჯაროსამსახურის განვითარებისათვის), რომლის ფარგლებში უნდა წარმოადგინოს თავისი ორიგინალური იდეა საქართველოს საჯარო სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებით.
ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას (შრიფტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5) და არ უნდა იყოს PDF ფორმატში. ნაშრომის ბოლოს მიუთითეთ: თქვენი სახელი და გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტი, მიმართულება/დეპარტამენტი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტა.
ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
კონკურსის თემატიკასთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება;
საჯარო სამსახურის მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაციის ფლობა;
შემოთავაზებული იდეის აქტუალურობა;
შემოთავაზებული იდეის რეალისტურობა;
ლოგიკური მსჯელობა;
ნაშრომის სტრუქტურა;
აკადემიური წერის სტანდარტი.
ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროში მოღვაწე სპეციალისტებით. ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა არის
1 დეკემბერი.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო იდეის ავტორი დაჯილდოვდება და მათი ნაშრომები გამოქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
2018 წლის 19 დეკემბერს.